იუვენტუსი Jeep-თან და Visit Detroit-თან თანამშრომლობას ოფიციალურად დაადასტურებს
როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსი ხვალ მომდევნო სეზონის მაისურებს წარადგენს, ამასთან ერთად კი მოსალოდნელია, რომ გუნდის მაისურის ახალი მთავარი სპონსორები დადასტურდება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსს მომდევნო სეზონიდან მაისურის 2 მთავარი სპონსორი: Jeep-ი და ტურისტული კომპანია Visit Detroit-ი ეყოლება.
მოსალოდნელია, რომ ბიანკონერი სეზონში 40-45 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.