იუვენტუსი ნიკო გონსალესის თანხის შემცირებას არ აპირებს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები ნიკო გონსალესის თაობაზე ფაქტობრივად შეჩერებულია.
წყაროს ცნობით, ატლეტიკოში და ახლა უკვე მუნდიალზე კარგი თამაშის ფონზე, იუვენტუსი გონსალესის გაყიდვას 27-28 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს და ლუჩიანო სპალეტი მისი გუნდში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ატლეტიკო მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდის, გონსალესი იუვენტუსში დარჩება და შიკო კონსეისაუს კონკურენციას გაუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
