TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ნიცას მცველის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

იუვენტუსი რიკარდო კალაფიორის ალტერნატივების ძიებას აგრძელებს და იაკუბ კივიორისთან ერთად, კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე ნიცას ჟან-კლერ ტოდიბო გახლავთ.

ჯუნტოლი 24 წლის ფეხბურთელის გაფორმებას ჯერ კიდევ ნაპოლიში ყოფნის დროს ცდილობდა და SportItalia-ს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს ფრანგის მიმართ ინტერესი არც იუვენტუსში გადასვლის შემდეგ დაუკარგავს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო, თუმცა პრობლემა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროა, რისი გადახდაც იუვეს ამ მომენტში არ შეუძლია.

36 views
error: დაცული კონტენტი !