TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელისა და სულეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოტა მიიღებს

იტალიური წყაროების ცნობით, მატიას სულესა და მანუელ ლოკატელის ბედი იუვენტუსში მომდევნო დღეებში გადაწყდება.

Libero-ს ინფორმაციით, ტიაგო მოტას პირველ რიგში ორივე მათგანის ვარჯიშებზე ხილვა სურს, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, დარჩებიან თუ არა ისინი ბიანკონერის რიგებში.

წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსმა მათი გაყიდვა გადაწყვიტა, ტურინულ გრანდს ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 70-75 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.