იუვე მზად არის, დევიდს კიდევ ერთი შანსი მისცეს
იტალიური მედიის ცნობით, ჯონათან დევიდის იუვენტუსში დარჩენა რეალური ხდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის, კანადელ ფორვარდს კიდევ ერთი შანსი მისცეს და ის მომდევნო სეზონისთვის გუნდში დატოვოს.
წყაროს ცნობით, დევიდის გაყიდვა გამორიცხული არ არის, თუმცა იუვენტუსი კანადელისთვის ახალი გუნდის აქტიურად ძებნას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 30-35 მილიონს გადაიხდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
