იუვე მანდრაგორას ტრანსფერით ინტერესდება
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ფიორენტინას ფეხბურთელის როლანდო მანდრაგორას ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ტურინული გრანდის რიგებში მეტი იტალიელის ხილვა სურს და ბიანკონერის ერთ-ერთ სამიზნე 27 წლის ფეხბურთელია.
დი ნატალეს ცნობით, გუნდებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები დაწყებული არ არის. იტალიელის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება და ფიორენტინა მის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს.