TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისის შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტი მაკკენისა და სპალეტის კონტრაქტებია

კენან ილდისმა გუშინ იუვენტუსთან ხელშეკრულება 2030 წლამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა, თუმცა ტურინული გრანდის მუშაობა ამით არ მთავრდება.

იუვენტუსი მოლაპარაკებებს აგრძელებს და მომდევნო კვირებში ლუჩიანო სპალეტისა და უესტონ მაკკენის ხელშეკრულებების გახანგრძლივება სურს.

სპალეტისთან მიმართებაში სიტუაცია მარტივია, ლუჩიანომ ტურინში დარჩენის სურვილი უკვე დაადასტურა და დეტალებზე საერთო ენის გამონახვა მხარეებ არ უნდა გაუჭირდეთ.

მაკკენის რაც შეეხება, ამერიკელს იუვენტუსში დარჩენა უნდა, თუმცა ამ მომენტისთვის ფინანსური ასპექტების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიოა, მაგრამ მაკკენის ტურინში დარჩენა უნდა და მოსალოდნელია, რომ ადრე თუ გვიან მხარეები საერთო ენას გამონახავენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !