TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მაკკენის აგენტს თებერვალში შეხვდება

იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის აგენტს შორის შეხვედრა თებერვალში შედგება.

ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნით, ტურინულ გრანდს მისი შენარჩუნება სურს.

მაკკენი ამ მომენტში იუვენტუსში წლიურად 2.5 მილიონ ევროს იღებს, ამერიკელი ხელფასის 4.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, ტურინული გრანდის წინადადება კი 3.5 მილიონია.

SportItalia-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მხარეები საერთო ენის გამოანხვას კონტრაქტში ბონუსების ჩართვით შეძლებენ. ამერიკელის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და მისი პოზიცია მოლაპარაკებებში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !