TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოპმეინერსის გაყიდვას არ აპირებს

ტეუნ კოპმეინერსს იუვენტუსში სადებიუტო სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა, მისგან როგორც გუნდის ხელმძღვანელობა, ასევე ქომაგები გაცილებით მეტს ელოდებოდნენ, თუმცა ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულში არც კი განიხილება.

Calciomercato-ს ცნობით, გუნდი ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმართ ნდობას არ კარგავს და იუვენტუსის დატოვება თავის მხრივ არც კოპმეინერსს სურს, ვინც ზაფხულში ტურინულ გრანდში გადასასვლელად უარი არაერთ ევროპულ გუნდს, მათ შორის ლივერპულს უთხრა.

კოპმეიენრსი მომდევნო სეზონშიც იუვენტუსის ღირსებას დაიცავს და სიტუაციის რადიკალურად შეცვლას ეცდება.

31 views
error: დაცული კონტენტი !