იუვე ჩავის ვარიანტსაც განიხილავს
იტალიურ მედიაში ტიაგო მოტას პოტენციური შემცვლელების თაობაზე ცნობები არ წყდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა ტიაგო მოტას ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად ბარსელონას ლეგენდას ჩავის განიხილავს.
45 წლის სპეციალისტი ბლაუგრანას დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი და იუვენტუსს მისი გაფორმების პრობლემა არ ექნება…