იუვენტუსი კომოს ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი კომოს ახალგაზრდა ტალანტის ნიკო პაზის ტრანსფერით ინტერესდება.
20 წლის არგენტინელ ნახევარმცველს დიდებული სეზონი აქვს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რითიც არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.
ზაფხულში არგენტინელი ფეხბურთელის გაფორმება ნებისმიერ გუნდს მინიმუმ 25-30 მილიონი ევრო დაუჯდება.