იუვე კიეზას გაუმჯობესებულ წინადადებას არ შესთავაზებს
იტალიის ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, იუვენტუსისა და ფედერიკო კიეზას აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება და ფეხბურთელის მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი კიეზასთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს და თუ ის ახლანდელი ხელფასის – 5 მილიონი ევროს გაუმჯობესებას მოითხოვს, ფედერიკო გუნდს დატოვებს.
ბოლო დღეებში კიეზამ თავისი აგენტის მეშვეობით გუნდს აცნობა, რომ მას კონტრაქტის გახანგრძლივება და იუვენტუსში დარჩენა სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ის დღევანდელი ხელფასის შენარჩნებას.