TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენს ბაიერში გადასვლა სურს

გასულ დღეებში დინ ჰეისენის მიმართ ინტერესი არაერთა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა Goal.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელს კარიერის ლევერკუზენის ბაიერში გაგრძელება სურს.

იუვენტუსმა ჰეისენის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ კრისტიანო ჯუნტოლი მინიმუმ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.

გასულ დღეებში 19 წლის მცველის ტრანსფერზე აქტიურად პსჟ მუშაობდა, მაგრამ წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ პარიზში მას თამაშის შესაძლებლობა არ ექნება, ამიტომ გერმანულ გუნდში გადასვლა ურჩევნია.