TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი იტალიელი ვინგერით ინტერესდება

იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის ლუკა კოლეოშოს ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის მარჯვენა გარემარბი ბარნლის საკუთრებაშია და გასული სეზონი იჯარის წესით ფრანგული პარიზის რიგებში გაატარა.

იუვენტუსი იტალიელს ედონ ჟეგროვას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. მის ინტერესებს პიერ კალულუს აგენტი იცავს და მხარეებმა ლუკას პოტენციური ტრანსფერი კალულუს ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).