ელკანსა და სპალეტის შორის შესანიშნავი ურთიერთობაა…
იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, ჯონ ელკანსა და ლუჩიანო სპალეტის შორის შესანიშნავი ურთიერთობაა.
წყაროს ცნობით, 2 კვირის წინ გამართული შეხვედრა მხარეებს შორის ძალიან პოზიტიური იყო, რომლის დროსაც სპალეტისა და კომოლის შორის არსებული დაძაბულობა განიმუხტა.
დე ბლაზისის თქმით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯრაზე ლუჩიანო სპალეტის სურვილების შესაბამისად მოქმედებს და სურს, გუნდს მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
