TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი გალენოს აგენტს დღეს შეხვდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუს ვინგერის გალენოს აგენტს დღეს შეხვდება.

ტურინული გრანდი შემტევი ვინგერის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ნიკო გონსალესთან ერთად, გალენო ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელის აგენტი დღეს იუვენტუსის ოფისს ეწვევა და მხარეები პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ეცდებიან. პორტუ ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.