იუვე და პერინი შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსი და მატია პერინი ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.
იტალიელი კარის დარაჯი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
პერინის წლიური გასამრჯელო სეზონში 1.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.