იუვე ფეიენორდს ჰანცკოს თაობაზე მომდევნო თვის დასაწყისში შეხვდება
ფეიენორდის მცველი დავიდ ჰანცკო იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება და ბიანკონერი მის ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელებას თებერვალში აპირებს.
ნიდერლანდელებმა ჰანცკოს იანვარში გაშვებაზე უარი თქვეს, თუმცა სლოვაკი ფეხბურთელი ფეიენორდს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს და მისი გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ იუვენტუსია.
ტურინულ გრანდს ჰანცკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ზაფხულში იუვენტუსს არც ნიდერლანდელების მიერ მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდა გაუჭირდება. ჯუნტოლის ტრანსფერის დეტალების მაქსიმალურად მოკლე დროში შეთანხმება სურს, რაც ზაფხულში ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.