იუვენტუსი დიასის თაობაზე მოურინიოს გადაწყვეტილების მოლოდინშია
ბრაჰიმ დიასი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება.
ბერნარდო სილვას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვენტუსი მაროკოელი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება, თუმცა ყველაფერი რეალის ახალ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე იქნება დამოკიდებული.
თუ მოურინიო დიასის გაშვებას დათანხმდება, თავად ფეხბურთელი სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. იუვე მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
