იუვენტუსი ფაბიან რუისის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელით დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის სიაში ამჯერად პარიზელთა ნახევარმცველი ფაბიან რუისი მოხვდა.
30 წლის ესპანელის მიმდინარე კონტრაქტი პსჟ-სთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დიდია ალბათობა, მან პსჟ დატოვოს.
იუვენტუსს რუისის ტრანსფერში კონკურენციას ჩელსი და გალათასარაი გაუწევენ. მისი ფასი დაახლოებით 25-30 მილიონი ევროა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
