TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

კანადელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით მისი გაფორმება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი.

იუვენტუსს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს არკადიუშ მილიკი და დუშან ვლაჰოვიჩი დატოვებენ, ასევე გაურკვეველია, დარჩება თუ არა კოლო მუანი ტურინში, ვინც ამჟამად გუნდში მშრალი იჯარის წესით იმყოფება, ამიტომ სეზონის ბოლოს იუვენტუსის შეტევაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

დევიდის გარდა, იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეესა და ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურებსაც განიხილავს.

73 views
error: დაცული კონტენტი !