იუვენტუსი და სიტი სპორტინგის ტალანტის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ
კრისტიანო ჯუნტოლი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას აგრძელებს და ამჯერად ტურინული გრანდის დირექტორის ინტერესი სპორტინგის ფეხბურთელმა გრეოვანი ქუენდამ დაიმსახურა.
17 წლის ვინგერი სპორტინგის ძირითად გუნდს სეზონის სტარტზე შეუერთდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ამიტომ მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მასიმო პავანის ცნობით, იუვენტუსის ინტერესი ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ სერიოზულია, თუმცა ბიანკონერის კონკურენციას არაერთი ევროპული გუნდი, მათ შორის მანჩესტერ სიტი გაუწევს.