გონსალესი გუნდს ვერც ლილთან მატჩში დაეხმარება
ნიკო გონსალესის მოედანზე დაბრუნების დრო კიდევ ერთხელ გადაიდო და არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს ვერც ლილის წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება.
26 წლის ვინგერმა კუნთის პრობლემების გამო უკვე 7 შეხვედრა გამოტოვა და Tuttosport-ის ცნობით, ის არც ლილთან შეხვედრაში იქნება გამოძახებული.
წყაროს ცნობით, გონსალესი ტიაგო მოტას განკარგულებას დიდი ალბათობით ტურინულ დერბიში დაუბრუნდება.