იუვე და მილანი ზირკზეეს გაფორმებას იანვარში ეცდებიან
ჯოშუა ზირკზეეს კარიერა პრემიერ ლიგაში არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება და მისი იტალიაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე სულ უფრო ბევრი გამოცემა საუბრობს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბოლონიას ყოფილი ფორვარდის მიმართ ინტერესს მილანი და იუვენტუსი იჩენენ, იტალიური გრანდები იანვარში ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდებიან, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტას ფაქტორის გათვალისწინებით, იუვენტუსს ზირკზეეს გაფორმების მეტი შანსი აქვს, თუმცა რამდენად დათანხმდება მანჩესტერი მისი იჯარით გაშვებას, ამას იანვარში ვნახავთ…