TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი გარსიას მიმართ ინტერესს არ კარგავს

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, რეალის ფორვარდი გონსალო გარსია იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, რეალი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მადრიდულ გრანდს მის კონტრაქტში სურს პუნქტის ჩადება, რომელიც მომავალში რეალს გარსიას უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას მისცემს, იუვენტუსი კი ამ პირობაზე დათანხმებას არ აპირებს.

თავად გარსიას მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).