რეტეგი იუვენტუსის პოტენციურ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი იტალიელი ფორვარდის მატეო რეტეგის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
27 წლის ფორვარდს არაბული ალ ქადაშის დატოვება და ევროპაში დაბრუნება სურს, მისი პრიორიტეტი კვლავ სერია ა-ში თამაშია.
Tuttomercato-ს ცნობით, რეტეგი მზად არის, ევროპაში დასაბრუნებლად ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს და წლიურად 5-6 მილიონ ევროს დათანხმდეს. არაბები მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
