იუვე და მილანი ტომორის თაობაზე იანვარში ისაუბრებენ
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი მილანის მცველის ფიკაიო ტომორის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, მხარეები ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს საუდის არაბეთში გამართავენ, სადაც როსონერი და ბიანკონერი იტალიის სუპერ თასზე იასპარეზებენ.
იუვენტუსს ტომორის გაფორმება 6-თვიანი იჯარით სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. ინგლისელი პაულო ფონსეკას გეგმებში არ შედის და თავად ფეხბურთელი ტურინში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.