იუვენტუსი და ბეტისი არტურის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
იტალიური წყაროების ცნობით, ბეტისსა და იუვენტუსს შორის არტურის ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.
ნიკოლო სკირას ცნობით, არტური ესპანურ გუნდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, რომლის დროსაც ბრაზილიელის გასამრჯელოს სრულად ბეტისი დაფარავს, მისი შემდგომში 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
ბეტისი ახლა არტურის პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს, რის შემდეგაც მხარეები ტრანსფერს საბოლოოდ დახურავენ.