TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და ფიორენტინა მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ

ფლორენციოლი გამოცემა La Nazione-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის უესტონ მაკკენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელის დარწმუნებას მოიზე კინი ცდილობს, ვინც მაკკენის კარგი მეგობარი გახლავთ და როგორც ჩანს, ბიანკონერის ნახევარმცველი ფიორენტინაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი მაკკენის ნიკო გონსალესის ტრანსფერში გამოყენებაა, თუმცა ბიანკონერი არგნეტინელი გარემარბის ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუდგება, თუ კარიმ ადეიემის ან გალენოს გაფორმება გუნდს არ გამოუვიდა.

30 views
error: დაცული კონტენტი !