იუვენტუსმა როგორც ადეიემისთან, ასევე გალენოსთან პირადი კონტრაქტები შეათანხმა, ჯუნტოლი ერთ-ერთ მათგანს გაიფორმებს
SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა დორტმუნდის კარიმ ადეიემისთან და პორტუს გალენოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
მატიას სულეს შემდეგ, ბიანკონერის რიგებს დიდი ალბათობით ფედერიკო კიეზაც დატოვებს და კრისტიანო ჯუნტოლის მინიმუმ ერთი ვინგერის გაფორმება მოუწევს.
წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელს იუვენტუსში თამაში სურს, მაგრამ ბიანკონერის რიგებს ის ფეხბურთელი შეუერთდება, ვის გუნდთანაც ტურინულ გრანდს სატრანსფერო ფასის თაობაზე შეთანხმება გამოუვა.
დორტმუნდი ადეიემის 45-50 მილიონ ევროდ აფასებს, რის გადახდასაც ჯუნტოლი არ აპირებს, ბრაზილიელის გაფორმება კი 30 მილიონად იქნება შესაძლებელი.