TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ბოლონიას ვინგერის ტრანსფერით ინტერესდება

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლონიას გარემარბის დან ნდოიეს ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდი შიკო კონსეისაუს შემცვლელის ძიებაშია და 24 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

წყაროს ცნობით, ბოლონია ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, 35-40 მილიონს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !