არა მხოლოდ ლუისი, იუვე მომდევნო კვირაში 2 ტრანსფერს დახურავს
იუვენტუსი მომდევნო კვირაში ორი ტრანსფერის დახურვას გეგმავს.
პირველი მათგანი ასტონ ვილას ნახევარმცველი დუგლას ლუისია, რომელიც სამედიცინო შემოწმებას შტატებში გაივლის და ტურინულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მეორე ფეხბურთელი კი მონცას კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიოა. იტალიელი კიპერი იუვენტუსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ბიანკონერის მისი გაფორმება საერთო ჯამში 20 მილიონი ევრო დაუჯდება. დი გრეგორიო 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.