TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა, ჰეისენი და სულე კვარა-დი ლორენცოს სანაცვლოდ…

იტალიური სპორტული გამოცემა Radio Radio-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ნაპოლისთან ხმაურიანი ბარტერის განხორციელება სურს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ნაპოლისთვის ფედერიკო კიზას, დინ ჰეისენისა და მატიას სულეს შეთავაზებას გეგმავს, სანაცვლოდ კი ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს მიღება სურს.

ანტონიო კონტეს კვარასა და დი ლორენცოს გაშვება არ უნდა, თუმცა ორივე ფეხბურთელის წარმომადგენლებმა პარტენოპეის დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირეს, ამიტომ მათი გაყიდვა გამორიცხული არ არის.

გამოცემის ინფორამციით, აღნიშნული წინადადება ამ მომენტისთვის იდეის დონეზე განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში მან რეალური სახე მიიღოს…