ინძაგი:“ იუვენტუსი ფორმაში შედის, წინ რთული მატჩი გველოდება“
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსი ძალიან ხარისხიანი გუნდია, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.
„ბიანკონერი ნელ-ნელა ფორმაში შედის, მათ ზედიზედ 3 გამარჯვება აქვთ, ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებიან და ჩვენ ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება.“