იუვენტუსის ინტერესი ტონალის მიმართ სერიოზულია
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ნიუკასლის ნახევარმცველის სანდრო ტონალის მიმართ სერიოზულია და ტურინული გრანდი მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება.
წყაროს ცნობით, თავად ტონალი ზაფხულში ნიუკასლის დატოვებისა და სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა მთავარ პრობლემად ნიუკასლის მიერ მოთხოვნილი 50-55 მილიონი ევროა.
ტურინულ გრანდს ტონალის გასაფორმებლად რომელიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და მათ შორის გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატი დუგლას ლუისი იქნება.