ილდისი:“ სიტი ძლიერია, თუმცა ჩვენ მატჩისთვის მზად ვართ“
იუვენტუსის ფეხბურთელმა კენან ილდისმა მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
„მანჩესტერ სიტი დიდებული გუნდია, ამიტომ თითოეული ჩვენგანი ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველოდებით.
„ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და პოზიტიური შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მე მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯები და იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას შევძლებ.
„როგორ შევაფასებ ჩემს სეზონს ? ვფიქრობ, მე მნიშვნელოვნად მოვუმატე, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის, განვითარება შემიძლია და ამისთვის ბევრს ვმუშაობ.
„გამორჩეული ფეხბურთელი სიტის რიგებში ? მათ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ ერთის დასახელებას მთხოვთ, მე ჰოლანდ ჰოლანდს გამოვარჩევდი.
„მოტა ? ის შესანიშნავი მწვრთნელია, ტიაგო თითოეულ ჩვენგანს გვეხმარება. მიხარია, რომ მის გუნდში თამაშის შესაძლებლობა მაქვს.
„იუვეს ამბიციები ჩემპიონთა ლიგაზე ? ჯერ ამ თემაზე საუბარი ადრეა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად შორს გასვლას ვეცდებით.“