ფეიენორდი მბანგულას ტრანსფერით ინტერესდება
იტალიურ მედიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამუელ მბანგულას იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტის კომენტარის მიუხედავად (იხილეთ აქ), თუ იუვენტუსი შესაბამის წინადადებას მიიღებს, ბიანკონერი 20 წლის ვინგერის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, მბანგულას ტრანსფერით ფეიენორდი ინტერესდება და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა სამუელი დავიდ ჰანცკოს ტრანსფერში გამოიყენოს.