TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერის ინტერესის მიუხედავად, ილდისი იუვენტუსის დატოვებას არ განიხილავს

გასულ დღეებში მანჩესტერ იუნაიტედს კენან ილდისი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა თავად თურქი ინგლისელებთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ის იუვენტუსის რიგებში ბედნიერია, გუნდის პროექტითა და ამბიციებით კმაყოფილია, ამიტომ გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ილდისი იუვენტუსის წამყვან ფიგურად მოიაზრება და მისი გაყიდვა ფაქტობრივად გამორიცხულია.