ჰანცკო დაცვაში იუვენტუსის პრიორიტეტია
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ფეიენორდის მცველი დავიდ ჰანცკო იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 26 წლის ფეხბურთელს დანილოს შეცვლის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს და მის გაფორმებას ზაფხულში ეცდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ჯუნტოლიმ სლოვაკის გაფორმება იანვარშივე სცადოს.
თუ გუნდმა რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის ფაჯოლის გაყიდვა და საჭირო ფინანსები მიიღო, იუვენტუსი ფეიენორდთან საერთო ენის გმაონახვას ეცდება, რაც ზაფხულში ზედმეგ კონკურენციას თავიდან აარიდებს.
ნიდერლანდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვენ.