ილდისი ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კენან ილდისი მინიმუმ კვირის ბოლომდე ინდივიდუალურად ვარჯიშს გააგრძელებს.
თურქ ფეხბურთელს მუხლზე გარკვეული დისკომფორტი კვლავ აწუხებს, ამიტომ იუვენტუსის სამედიცინო შტაბს მოვლენების დაჩქარება არ სურს და ის გუნდს მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, როდესაც ტრავმის რეციდივის რისკი აღარ იარსებებს.
არ არის გამორიცხული, ილდისს საზაფხულო ტურნეს გამოტოვება და ტურინში დარჩენა მოუწიოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
