ილდისი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, კენან ილდისი მომდევნო სეზონიდან ტურინული გრანდის ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს ჩაიბარებს
მოსალოდნელია, რომ მაისურთან ერთად, თურქი ტალანტი იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს და მომდევნო წლებში ბიანკონერის პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება.