TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჰოლმი:“ მოედანზე დაბრუნებით ბედნიერი ვარ, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა…“

ემილ ჰოლმის კომენტარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რის გამოც ბედნიერი ვარ. ასევე ბედნიერი ვარ მოედანზე დაბრუნებით, გასული 6 კვირა ჩვემთვის რთული იყო, იუვენტუსში გადმოსვლა უბედნიერესი მომენტი იყო, თუმცა მალევე ტრავმა მივიღე და გუნდს ვერ ვეხმარებოდი. ახლა მწყობრში ვარ და გუნდის დახმარება მინდა.

„ცუდი პირველი ტაიმი ? პირველ ნახევარში ჩვენ ბურთს ძალიან მარტივად ვკარგავდით, მეორე ტაიმში კი დავამტკიცეთ, რომ სირთულეებთან გამკლავება შეგვიძლია. ბერგამოში თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„რას ითხოვს ჩემგან სპალეტი ? დუელებში გამარჯვებას, სივრცეების გამოყენებას და გუნდის დახმარებას როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !