ბოგა:“ ჩემი მიზანი იუვენტუსში დარჩენაა“
ჟერემი ბოგამ ატალანტასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ის MVP გახდა, კომენტარი გააკეთა.
„კარგი სტარტი იუვენტუსში ? მე ასეთ კარგ სტარტზე ვერც კი ვიოცნებებდი. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია. ჩვენ დღეს გამარჯვება გვჭირდებოდა და მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი.
„ორი განსხვავებული ტაიმი ? პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, ისინი ძალიან კარგ პრესინგს თამაშობდნენ და სივრცეებს არ გვიტოვებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ჩვენი გოლი გავიტანეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ.
„ჩემი მომავალი ? მე თითოეულ მატჩში 100 პროცენტით ვიხარჯები, ჩემი მიზანი იუვენტუსში დარჩენაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
