TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი:“ იუვენტუსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ნიკო გონსალესმა ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ემოციები პირველი გოლის შემდეგ ? მე ძალიან ბედნიერი ვარ, ამ მაისურით გოლის გატანა ჩემი ოცნება იყო და ამის ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთება ასეთ მნიშვნლეოვან მატჩში დაუვიწყარი შეგრძნებაა.

„მოტას მოთხოვნა ? თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ რა მოეთხოვება მოედანზე. თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და სასურველი შედეგისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოლოთ.

„ვიცე-ვლაჰოვიჩის როლი ? ჩვენ ამ ასპექტზეც ვმუშაობთ, თითოეული ჩვენგანი გუნდის დასახმარებლად მზად უნდა ვიყოთ, პოზიციისა და სიტუაციის მიუხედავად.

„საყვარელი პოზიცია ? მე უბრალოდ ფეხბურთის თამაში მსიამოვნებს და თუ გუნდს დასჭირდა, არც მეკარეობაზე ვიტყვი უარს.

„არგენტინელები იუვეში ? ჩემი კუმირი დი მარიაა, მე მას ნაკრებში შევხვდი და ძალიან კარგი ურთერთობა გვაქვს.

„რატომ იუვე ? როდესაც იუვენტუსის წინადადება გაქვს, შენ ამაზე არ ფიქრობ, შენ უბრალოდ თანხმობას ამბობ.

„ვლაჰოვიჩი ? მე მას კარგად ვიცნობ, დუშანი აქ გადმოსვლის შემდეგ ძალიან განვითარდა. მართალია მან რამდენიმე მატჩი გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ვლაჰოვიჩი მონდომებული, მოტივირებულია, ის პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს და გოლები აუცილებლად იქნება.

„მთავარი არა გოლების გატანა, არამედ გუნდის დახმარებაა, ჩვენი მთავარი მიზანი ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლაა.

„სკუდეტო ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ახლა მომდევნო მატჩზე ფიქრი და გამარჯვებისთვის ბრძოლაა.

„დატვირთული კალენდარი ? ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, იუვენტუსს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, ჩვენ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას გვანიჭებს.

„პირველი შთაბეჭდილება ? იუვენტუსმა ძალიან გამაკვირვა. მე პარედესს, დიბალას, დი მარიას და სულეს ვესაუბრე, მათ მითხრეს, თუ რამდენად შესანიშნავი სიტუაცია არის აქ, მაგრამ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„მოტა ? მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ის მოედანზე მაძლევს თავისუფლებას, რომელიც ფეხბურთისგან სიამოვნების მისაღებად მჭირდება.

„ნაპოლისთან მატჩი ? ჩვენ პოზიტიური შედეგისთვის ბრძოლას ვაპირებთ. შეხვედრას მაქსიმალურად მზად შევხვდებით და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.“