TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაროტა:“ ჰოლანდი იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს იყო“

იუვენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორის და ამჟამად ინტერის პრეზიდენტის ბეპე მაროტას თქმით, ერლინგ ჰოლანდი ტურინულ გრანდში ტრანსფერთან ახლოს იყო.

„როდესაც ჰოლანდი ჯერ კიდევ ნორვეგიაში, მოლდეს რიგებში თამაშობდა, ის ჩვენ შემოგვთავაზეს. მაშნ ერლინგი 15 წლის იყო, ის ტურინში იმყოფებოდა და Allianz-ზე იუვენტუსი – ინტერის მატჩსაც დაესწრო.

„ჩვენ მის გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ტრანსფერი გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ჩაიშალა.“