TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ილდისის სანაცვლოდ 50 მილიონზე უარი თქვა

იტალიური გამოცემა Il Bianconero-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კენან ილდისს მსურველების რიგი ედგა, თუმცა ტურინულმა გრანდმა მის გაყიდვაზე უარი თქვა.

წყაროს ცნობით, ილდისს მსურველები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, მათ შორის ინგლისში ჰყავდა და ერთ-ერთი გუნდი მის სანაცვლოდ 50 მილიონსაც იხდიდა, თუმცა იუვენტუსმა 19 წლის ტალანტის გაშვებაზე უარი თქვა.

ილდისი იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება და მისი გაყიდვა მომდევნო წლებში არც კი განიხილება.