Gazzetta: შესნისა და ალ-ნასრს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია
Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მიკელე დე ბლაზისმა ვოიცეხ შესნის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
„ალ-ნასრსა და ვოიცეხ შესნის შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება, რის შემდეგაც გუნდებს შორის მოლაპარაკებები უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.“
არაერთი წყაროს ცნობით, იუვენტუსი შესნის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს, ალ-ნასრის ბოლო წინადადება კი 3 მილიონი ევროა.