TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ნატალე:“ ასტონ ვილა მაკკენისთან მოლაპარაკებებს აგრძელებს“

იტალიელმა ჟურნალისტმა მირკო დი ნატალემ დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერის გარშემო არსებულ მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.

„არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ასტონ ვილა უესტონ მაკკენისთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და მისგან საბოლოო თანხმობის მიღების შემდეგ, ტრანსფერი დაიხურება.

„მოლაპარაკებებს გარკვეული დრო დასჭირდება, ამიტომ მეტი მოთმინება და სიმშვიდეა საჭირო.“