TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას მიმართ ინტერესს ბაიერნიც იჩენს

ფედერიკო კიეზას მსურველთა სიას მიუნხენის ბაიერნიც შეუერთდა, რომელიც იტალიელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და დიდია ალბათობა, მომდევნო კვირებში ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.

Sky Sport Deutschland-ის ცნობით, შეტევის გასაძლიერებლად კიეზა რეკორდმაისტერების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახლავთ.

იუვენტუსსა და ფედერიკო კიეზას აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შედგება, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება, გაახანგრძლივებს ის კონტრაქტს, თუ გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

error: დაცული კონტენტი !