გატის მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში ჰყავს
ფედერიკო გატის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დიდია ალბათობა, იტალიელმა იუვენტუსი დატოვოს.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, გატის მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, მან იცის, რომ სპალეტისთვის ძირითადის წევრი არ არის, ამიტომ გუნდის დატოვებაზე უარს არ იტყვის.
წყაროს ინფორმაციით, გატის მიმართ ინტერესს როგორც იტალიური, ასევე ინგლისური გუნდები იჩენენ. იუვენტუსი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, რაც გუნდის ბალანსზე თითქმის სრულად პოზიტიურად აისახება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
